LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიიღო

92

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო.  ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომელსაც დიდი ხანია ვამზადებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. ბუნებრივია, არის დიდი ინტერესია მის მიმართ. მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეხება მოქალაქეობის კონსტიტუციური სტატუსის და უფლების მიღების და მინიჭების ახალ წესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ახალი ცვლილებებით გააუქმა ის ჩანაწერი, რომლითაც იკრძალებოდა ორმაგი მოქალაქეობა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, კანონპროექტი არეგულირებს, სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეკა ბესლიას განცხადებით, პროცედურა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა შეიქმნას ბარიერები იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის.

„ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ კანონში თავისუფლება სააგენტოს საქმიანობისთვის იმ დოზით, რა დოზითაც მათ ეს სჭირდებათ სწორედ მოქნილობისთვის, რომ ზედმეტი ბარიერები არ შექმნილიყო. თუმცა სააგენტოს საქმიანობის თაობაზე, მთავრობის მიერ შესაბამისად გამოსაცემი იქნება ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სააგენტომ. ეს იქნება ვადები, დასკვნის მომზადების პროცედურა, მათ შორის, დაჩქარებული წესით განცხადების განხილვის პროცედურა. ამ საკითხებისთვის ჩვენ ერთგვარი სივრცე დავტოვეთ. ეს მნიშვნელოვანია. მზად ვარ მეორე მოსმენისთვის რამდენიმე საკითხს შევხედოთ უკვე ფორმულირების ჭრილში. პრინციპების დონეზე ჩვენ მაქსიმალური კონსენსუსის გზით ვიარეთ, რომ შეთანხმება შემდგარიყო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.

„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს,“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცვლილების მიხედვით, ასევე იგეგმება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ცენზის გაზრდა.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდება, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობამდე, საქართველოს სახელმწიფოდან ქართული პარსპორტის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს.

2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კოსტიტუციით, საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აკრძალული აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები