LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა დაამტკიცოს – ეკა გიგაური

38

„საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა დაამტკიცოს,“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომელიც “ვენეციის კომისიის” მხრიდან მომდინარეობს.

ვენეციის კომისია არის ის ინსტიტუცია, რომელიც მიუკერძოებლად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სთავაზობს მთავრობებს თავიანთ შეფასებებსა და მოსაზრებებს. თავიდან მმართველმა გუნდმა თქვა, რომ გაითვალისწინებს ყველაფერს, რასაც “ვენეციის კომისია” იტყვის. ამის გათვალისწინებით, ძალიან ყურადღებით უნდა მოეპყრონ ყველაფერს, რასაც “ვენეციის კომისია” იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მიიღოს მას შემდეგ, რაც “ვენეციის კომისიის” საბოლოო დასკვნა დაიდება,“ – აღნიშნა გიგაურმა.

“ვენეციის კომიისიის” პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით “ვენეციის კომისია” საკუთარ მოსაზრებას ერთ თვეში, 6-7 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები