LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

80

პარლამენტმა 115- ხმით, მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო.

კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, პლენარულ სხდომაზე დღეს მუხლობრივად განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს პუნქტი ემატება, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“. ასევე, შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება. ამასთან, ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-18 მუხლში რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება.ტერმინოლოგიური ცვლილებაა შემოთავაზებული 50-ე მუხლში და ტერმინი „ხმოსანი“ „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მინიმალური ვადა გახანგრძლივდა და საარჩევნო დავასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ მცირე, ექვსი თვე ექნება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვებასაც. რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის რეგულაციას, აპრილში დადგინდება ის პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკვე დამტკიცებული დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებს სრულად შესაბამება და მისი ყველა საკვანძო ნორმა სრულად შემდეგი მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ამოქმედდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები