LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა კვორუმის უქონლობის გამო კანონპროექტებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღო

28

პარლამენტმა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომა ისე დაასრულა, რომ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ვერ მიიღო. კვორუმის უქონლობის გამო კენჭისყრები ვერ ჩატარდა.

”ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა კენჭისყრის პროცედურა, თუმცა ვხედავთ, რომ არ არის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ კენჭისყრა ჩატარდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კენჭი რამდენიმე კანონპროექტისთვის უნდა ეყარათ, მათ შორის იყო ”მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები