LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

80

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.

განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე – საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე – ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები