LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა რეზერვის რეფორმაზე მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

53

პარლამენტმა, 84 ხმით -ერთხმად,  რეზერვის რეფორმაზე მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილება სულ 11 კანონს ეხება, რომლის ძირითადი ნაწილი 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

კანონპროექტის თანახმად, რეზერვი ორი სახის იქნება – აქტიური და სამობილიზაციო. მიმდინარე წელს საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას ითვალისწინებს. სამობილიზაციო რეზერვი კი, მოგვიანებით ამოქმედდება და ის სავალდებულო იქნება.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია. სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5-წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი – კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, ხოლო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მთავრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები