LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს არა აქვს, უფლება კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე ანგარიში მოითხოვოს – ეკა ბესელია

35

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, პარლამენტს არა აქვს, უფლება კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე ანგარიში მოითხოვოს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეების საპარლამენტო განხილვები ნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში უნდა ჩაერთოს პოლიტიკური ინსტიტუცია.

შევახსენებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ითხოვს, დაიბაროს და მოისმინოს კონკრეტული საქმეების განხილვა. ეს ეწინააღმდეგება კანონს, ასეთი უფლება პარლამენტს არა აქვს. არც მთავარი პროკურორის დაბარების მექანიზმი არაა კანონში გაწერილი. პარლამენტი კონკრეტულ საქმეებს ვერ განიხილავს. ეს ნიშნავს პროცესის პოლიტიზირებას,” – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები