LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს მოზარდების მკვლელობის საქმეზე ჩვენს დადგენილების პროექტს შევთავაზებთ – ირაკლი კობახიძე

77

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობდა,იყო მართალი – არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას უშლიდა ხელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვა პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს.

კობახიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს მისაღებად საკუთარ დადგენილების პროექტს შესთავაზებს, სადაც ასახული იქნება “ქართული ოცნების“ პოზიცია ხორავას ქუჩის საქმეზე და საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დავუშვით, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია შევქმენით და როდესაც კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობა უმცირესობას მივეცით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენებდა, თუმცა ანგარიში პოლიტიკურ კონტეტქსტს ასახავს, რაც არის ძალიან სამწუხაროა.

კომისიამ თავიდანვე საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა, რომ დაადენდა ჭეშმარიტებას ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პრეტენზია მათ შორის საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე ვერ გახსნეს საქმე და ბოლომდე ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს.

კომისიამ ამოცანად დაისახა ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იყო მართალი. კერძოდ ის, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგანს. გამომდინარე აქედან, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არის ზედმეტი და არის მხოლოდ სუბიეტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება და სამართლდამცავებსა და სასამართლოს აქვს საქმეზე დამატებითი გარემოების დადგენისა და სხვა პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობის შესაძლებლობა.