LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს ვუყურებ როგორც მოკავშირეს და არა როგორც ოპონენტს – ნინო ლომჯარია

39

სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ნინო ლომჯარია პარლამენტს მოკავშირედ აღიქვამს. ამის შესახებ მან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

”ომბუდსმენი არის პარლამენტის თვალი და ყური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. პარლამენტთან ურთიერთობის და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ომბუდსმენი ეფექტური ვერ იქნება, რადგან პირველი მოკავშირე სახალხო დამცველისთვის არის პარლამენტი. მე პარლამენტს ვუყურებ როგორც მოკავშირეს და არა როგორც ოპონენტს, თუმცა ისეთ საკითხებზე, რაზეც ჩავთვლი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვას არ აუმჯობესებს, ძალიან კრიტიკული ვიქნები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მისი სურვილია, რომ როცა კრიტიკა პოლიტიკური პირების მხრიდან კრიტიკა იყოს არგუმენტირებული იყოს.

“შესაძლებელია იყოს კრიტიკა სახალხო დამცველის მისამართით. ჩემი პოზიციაა, რომ დიახ, სახალხო დამცველი უნდა გააკრიტიკონ და მზად ვართ ამისთვის, როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, თუ მედიის მხრიდან. ჩემი სურვილი და მოლოდინი იქნება, რომ როცა კრიტიკა პოლიტიკური პირების მხრიდან იქნება, კრიტიკა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები