LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ

95

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენტაძე დღეს, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

ბანკის ცნობითვე, დოკუმენტში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები