LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მომხდარი კამათის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო

54

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.

კერძოდ, მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და მინისტრებს ახლო მანძილიდან მიმართავდა. პროცესი დეპუტატებსა და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელიას, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები