LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებენ

28

პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს.

გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. 13 ოქტომბერს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტში ასევე ასახულია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს. პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში წარდგენილია წინადადება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა ნარჩუნდება.  ვეტოს ფარგლებში ასევე კორექტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები