LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეები „ბასიანში“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, დროებით დაიშალა

77

პარლამენტთან მიმდინარე აქცია დროებით დაიშალა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე განახლდება.

აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასა და ღირსების შელახვას.

თავდაპირველად აქცია კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარვევისთვის 10- მდე მოქალაქე დააკავეს, მოგვიანებით აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. დაკავებულთა შორისაა პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, „თეთრი ხმაურის“ წევრი ბექა წიქარიშვილი.

ადგილზე სიტუაციას გაეცნო სახალხო დამცველიც, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები