LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ოჯახური სიწმინდის დღეს ზეიმობენ

44

ეკლესიისა და მრევლის წარმომადგენლები პარლამენტთან არიან შეკრებილი და ოჯახური სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. რუსთაველის პროსპექტზე დამონტაჟებულია სცენაც, სადაც ბავშვთა ვოკალური ანსამბლი მღერის.

ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განცხადებით, აქ იმყოფებიან მოქალაქეები გორიდან, მესხეთიდან და ახალციხიდან, ასევე – შემოქმედებითი ჯგუფი.

მეუფე თეოდორეს თქმით, მრევლისა და ეკლესიის ნაწილის მსვლელობა დღეს  დედაქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

აწყურის ღვთისმშობლის ხატს  მცხეთიდან მოქალაქეები ჩამოაბრძანებენ, ისინი გაჩერდებიან ვარდების მოედანთან, შემდეგ კი სამების საკათრედრო ტაძრისკენ დაიძრებიან.

სამებაში პატრიარქი  პარაკლისს გადაიხდის და ოჯახებს დალოცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები