LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაროლები, რომელიც არასოდეს უნდა გამოიყენოთ

79

აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელის დასაცავად პაროლი აუცილებლად დიდი სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ. ჰაკერებისთვის რთულად გასატეხი თვით მარკ ცუკერბერგის ანგარიშებიც არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ მათ „ფეისბუქის“ დამფუძნებლის „ტვიტერი“, LinkedIn და „ინსტაგრამი“ გატეხეს.

კომპანია SplashData აქვეყნებს პაროლების ჩამონათვალს, რომელიც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე ხშირად გამოიყენეს და შესაბამისად, ყველაზე ადვილად გამოსაცნობია. თუ თქვენ ქვემოთ მოცემული სიიდან რომელიმეს გამოიყენებთ, უმჯობესია, ახლავე შეცვალოთ, რადგან სულ არ არის საჭირო, ჰაკერის გამოცდილება – ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს თქვენს ანგარიშში შესვლას.

პაროლები, რომელიც 2015 წელს ყველაზე მეტი ადამიანი იყენებდა :

1.     123456

2. password 

3. 12345678 

4. qwerty 

5. 12345 

6. 123456789 

7. football 

8. 1234 

9. 1234567 

10. baseball

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები