LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “რუსთავი2” მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ცდილობს – კახა კალაძე

27

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს “ტყუილს” უწოდებს.

კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, თითქოს, თბილისის ბაღების დირექტორების ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. რაც შეხება პედაგოგებს, რაც შეეხება ზოგადად სხვადასხვა თანამშრომლებს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. მიზანმიმართულად მიმდინარეობს დისკრედიტაცია პარტია “რუსთავი2”-ის მხრიდან,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები