LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები – ირაკლი კობახიძე

55

“პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები,” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა.

მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა ის, რომ, დაახლოებით, 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.

”მრეწველებს“ სურთ დაფინანსების მიღება იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არის შემოთავაზებული. სისტემა მე არაერთხელ გამიკრიტიკებია. სამწუხარო მოვლენაა ის, რომ, დაახლოებით, 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში, ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები,” – განაცხადა კობახიძემ.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები