LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები და კითხვები გაჩნდა – ნინო ლომჯარია

32

“პარტიების შემომწირველ 14 ფიზიკურ პირთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები და კითხვები გაჩნდა,” – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ, განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ აღნიშნული პირების დეკლარირებული შემოსავლები დაბალია ან მცირედით აღემატება მათ მიერ პარტიებისთვის შეწირულ თანხას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, 14 ფიზიკური პირი აუდიტის სამსახურმა გამოკითხვის მიზნით უკვე დაიბარა. მათგან 6 “ევროპული საქართველოს” შემომწირველია, მთლიანობაში 60,300 ლარის შემოწირულობით, ხოლო 8 – “ქართული ოცნების”, მთლიანობაში 240,000 ლარის შემოწირულობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები