LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიიდან გარიცხულ დავით ჭიჭინაძეს გირჩი თანამშრომლობას სთავაზობს

53

ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგ გირჩი დავით ჭიჭინაძეს თანამშრომლობას სთავაზობს.გირჩის განმარტებით, ისინი იზიარებენ დეპუტატის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ.

 

გირჩი იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ.

თუ მზად ხართ გაიზიაროთ გირჩის ხედვები და შემდეგი 2 წელი იმუშაოთ პარლამენტში გირჩის ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ გირჩში გაწევრიანებას და გელით ი. გამრეკელის 47 ნომერში – ნათქვამია განცხადებაში

https://www.facebook.com/GirchiParty/posts/2091472167570898

 

დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 18 ივლისს გახდა ცნობილი. მიზეზად პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება სახელდება.

პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე და მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი “ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისზე წავიდნენ”.

“თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ”, – თქვა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები