LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიული მართვის სისტემა შეირყა და ვერტიკალია მოშლილი – გია ვოლსკი

83

“ერთობის განცდამ ბოლო პერიოდში ძალიან მოიკოჭლა – პარტიული მართვის სისტემა შეირყა და ვერტიკალია მოშლილი, – აღნიშნული შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის მომასწავლებელი იყო, რომ ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება. მისივე თქმით, დღეს საუბარია რესურსების გაძლიერებაზე.

„მოსაგვარებელია ბევრი ის სამართლებრივი საკითხი, რაც “ქართულ ოცნებას“ მძიმე მემკვიდრეობად ერგო. საჭიროა სწრაფი მოქმედებები, რასაც ხელისუფლება მოისაკლისებს. ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს,“ – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები