LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარტიზანი მეგზევეების“ ვიდეო, რომელიც აუცილებლად მოგგვრით ღიმილს

113

„პარტიზანი მეგზევეების“ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ბევრს ღიმილი მოჰგვარა. ერთ-ერთი „მეგზევე“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ დახაზეს მრგვალ ბაღთან, ერთ-ერთ გადასასვლელზე, ესე აუცილებელი ზებრა, თუმცა ზებრის ფორმით და როგორ გამოეხმაურა მეორე დღესვე, ძალიან ოპერატიულად თბილისის მერია და ამჯერად უკვე ნამდვილი ზებრა გადასასვლელი დახაზეს.

„მეგზევე“ ადგილზე ვარდებით ხელში მივიდა, რადგან მათ მიერ დახატული ზებრა ნამდვილ ზებრას „შეეწირა“ და პატივი მიაგო „მიცვალებულს“.

ვიდეოს აწერია:

„მადლობა თბილისის მერიას უჩვეულო ოპერატიულობისთვის და იმედია მომავალში საქმის საკეთებლად „მსხვერპლთშეწირვა“ საჭირო აღარ გახდება!“

https://www.facebook.com/guerrillaroadmen/videos/737194513127679/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები