LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაშა ბანკი: მომხმარებელს ჯანდაცვის მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ

115

„ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“ პაშა ბანკმა ამ სახელწოდებით meeting room-ის ფარგლებში რიგით მე-3 კონფერენცია გამართა.

კონფერენციაზე განიხილეს სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვ.

პაშა ბანკის კომერციული დირექტორის გოგა ჯაფარიძის განცხადებით, პაშა ბანკისთვის ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვანი და საინტერესოა და გაფართოვების პოტენციალიც არსებობს.

”მას შემდეგ რაც, უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა დაინერგა, ჩვენთვის ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ცალსახად სინტერესოა. ინტერესიც დიდია და გამსხვილების პოტენციალიც არსებობს. ამ ეტაპზე საკმაოდ მცირე რაოდენობით ვაფინანსებთ ჯანდაცვის სექტორს, ვინაიდან გასათვალისწინებელია ის რომ ჩვენ ცოტა ხანია,რაც ბაზარზე ვართ. იმისთვის, რომ ნებისმიერი სექტორი დავაკმაყოფილოთ ამას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე კი ჯანდაცვა ჩვენთვის საკმაოდ მნიშველოვანი სექტორია, რომელსაც მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ -კომერციულ საბანკო მომსახურებას”,-განუცხადა ჟურნალისტებს გოგა ჯაფარიძემ.

Meeting room პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სფეროზე ფოკუსირებული ბიზნესკონფერენციების სერია, რომელიც აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გაზიარების ახალ პლატფორმას ქმნის.