LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პაშა ბანკმა” ფოთის საჭადრაკო ფესტივალი დაასპონსორა

109

”პაშა ბანკმა”  ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დაასპონსორა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, უკვე მესამე წელია აღნიშნულ  ღონისძიებას გენერალურ  სპონსორობას ”პაშა ბანკი” უწევს.

მათივე ცნობით,  ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა  კატეგორიის 10 ტურნირს როგორც ბავშვთა, ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის. როგორც ბანკში აცხადებენ,

აღნიშნული ფესტივალი მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების მონაწილეობის, მასშტაბის  და ორგანიზების დონის თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში უპირველესია და ის შეტანილია  მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის  ყოველწლიურ კალენდარში. ფესტივალში გათამაშებული  პარტიები  კი გადაიცემა ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით და მსოფლიოს მასშტაბით  ჭადრაკის მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ პარტიებს.

„ჩვენი ბიზნეს მიდგომის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ჩვენთვის გრძელვადიანი  პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ”პაშა ბანკი” 2013 წლიდან ფუნქციონირებს  საქართველოში და უკვე მესამე წელია სპონსორობას ვუწევთ საჭადრაკო ფესტივალს. ქართული  საჭადრაკო სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩვენი ქვეყნის არაერთი მსოფლიო დონის  მოჭადრაკე ახსოვს ამ სპორტის ისტორიას. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და  მსგავსი ფესტივალების გამართვით ახალგაზრდებს ექნებათ მეტი მოტივაცია, რომ განავითარონ საკუთარი ნიჭი და უნარები,“ – განაცხადა ”პაშა ბანკის ” საზოგადოებასთან ურთიერთობის და  მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ფესტივალი გახსნილად 13 ივლისს  გამოცხადდა. ის 2006 წლიდან ქალაქ ფოთის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები