LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პასუხების დრო დადგა” – ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას გამართავს

48

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში შეხვედრას გამართავს.

როგორც სარალიძე აცხადებს, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრება.

„7 ივლისს, როდესაც პროკურატურაში ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა. პასუხების დრო დადგა,“ – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

სარალიძე პროკურატურაში 17:00 საათისთვის გეგმავს მისვლას.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები