LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა – პრეზიდენტი

87

“მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, ის რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი, ამის თაობაზე მთელი ათი დღის განმავლობაში იყო დაანონსებული, “- ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მისი სურვილი, რომ დეპუტატებს უპასუხოს, მათდამი მისი პატივიცემით არის განპირობებული.

“შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არა ერთი შემთვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატისა და ბოლოს, ის რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არცერთი რეგლამნეტით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა ინტენსიური დისკუსია მქონოდა, სამწუხარდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ ბუნებრივად, შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი ცოტა ხნის დატოვა. დარბაზის დატოვებამდე მან დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მოითხოვა. პრეზიდენტის დარბაზიდან გასვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდა, შემდეგ კი პარლამენტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეგლმანეტს არ დაარღვევდნენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დარბაზი უმცირესობამაც დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები