LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას – ინტერ მედია პრესკონფერენციას მართავს

106

2 მარტს, სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI-ში 17:00 საათზე გაიმართება სარეკლამო გაყიდვების სახლის – “ინტერ მედიას” პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის თემა იქნება პასუხი , 22 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის წლიურ ანგარიშზე.

სარეკლამო გაყიდვების სახლი – “ინტერ მედია” , თავის მხრივ, წარმოადგენს ყველა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას, იმის დასადასტურებლად, რომ 2016-2017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გაზრდის ნაცვლად, პირიქით – შემცირდა.

პრესკონფერენციას სპიკერი იქნება – “ინტერ მედიის” აღმასრულებელი დირექტორი -ზურაბ გუმბარიძე. დამსწრე საზოგადოებასა და მედია საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია თემის გარშემო.

მისამართი: მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა 10. საკონტაქტო პირი – 599 600 033 დევი გვახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები