„პატარა ბავშვები იღუპებიან ასე“ – რა ფოტო ვრცელდება სოცქსელში

93

სოცქსელში ვახო სუყაშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც მამაკაცი და მცირეწლოვანი პატარაა გამოსახული. ბავშვს სძინავს. ფოტოსა და სტატუსის ავტორს გაუჩნდა ეჭვი, რომ პატარას საძილე აბები აქვს მიღებული და მას მამაკაცი მათხოვრობისთვის იყენებს.

ვახო სუყაშვილი წერს:

„ეს ახალგაზრდა დღეს ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემხვდა და დახმარება მთხოვა ( ხურდის სახით )… ბავშვს შევატყვე, რომ რაღაც უცნაურად გაგუდულს ეძინა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, გაუნძრევლად იყო მთელი ის პერიოდი, სანამ ვეკამათებოდი ამას, რომ ბავშვს რაღაც საძილე აბები ჰქონდა მიღებული, თანაც, საშინელი ხმაური იყო მანქანების და ერთხელაც არ განძრეულა.

მეც ვეცადე, გამეღვიძებინა ბავშვი, თვითონაც სცადა, მაგრამ ვერაფრით გავაღვიძეთ, მიმტკიცებდა, ახლა ჩაეძინაო… ფოტო უნდა გადაგიღო-მეთქი, რომ ვუთხარი, გაიქცა თავიდან და მერე ისევ მობრუნდა შორიდან ვუყურებდი, როგორ უყრიდნენ ადამიანები ხურდას ისე, რომ ბავშვისთვის ზედაც არ შეუხედავთ…

ფოტოზეც აშკარად ეტყობა ბავშვს, თუ დააკვირდებით… გთხოვთ გაზიაროთ ეს ფოტო, იქნებ როგორმე მივაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს… თაობები, პატარა ბავშვები იღუპებიან დღეს ასე. არაერთი შემთხვევა მეტროშიც იყო მსგავსი… ძალიან გთხოვთ. მეგობრებო. გააზიარეთ ეს ფოტო. გადავარჩინოთ ერთად ჩვენი მომავალი თაობა… შევუნარჩუნოთ პატარებს სიცოცხლე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები