LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ბიჭი ბებერ ქალბატონთან არ წავა

76

”მილანის” 17 წლის გოლკიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ Rai Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად ჯანლუიჯი ბუფონისადმი დიდი პატივისცემისა, იგი კარიერის ”იუვენტუსში” ან რომელიმე სხვა კლუბში გაგრძელებას არ აპირებს. როგორც მოგეხსენებათ, ვუნდერკინდი მეკარის ხელში ჩაგდებით დანარჩენ გრანდებთან ერთად ”ბებერი სინიორაცაა” დაინტერესებული.

”მე უკვე ვთამაშობ ტოპ კლუბში, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ,” -განაცხადა დონარუმამ, რომელსაც „მილანთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მისი საკუთარ რიგებში ხილვა კი „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონასაც“ სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები