LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა კრიშტიანომ უკვე დაიწყო: რონალდოს ბიჭი სკოლის ბომბარდირია

31

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს სიამაყის ახალი საშუალება მიეცა. ეს მისი უფროსი ვაჟია.

7 წლის კრიშტიანო რონალდო-უმცროსი სკოლის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რისთვისაც მას თასი და პატარა ქანდაკება გადასცეს.

სიამაყით სავსე მამამ ფოტო თავის Instagram-ზე გამოფინა. ფოტოზე ბიჭი ბებიასთან, დოლორეს ავეიროსთან ერთადაა.

„კრიშტიანო სკოლაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გილოცავ“, – მიაწერა ფოტოს მსოფლიო ფეხბურთის გურუმ.

ბავშვს უკვე ეტყობა მამის გენები და თუ ასე გააგრძელა, მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთ დიდებულ მოვლენას იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები