LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა თემო მარგველაშვილი თოვლში დაბაჯბაჯებს (ვიდეო)

132

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ბოლო დროს სოცქსელებში საკმაოდ გააქტიურდა. მისი პოსტებიდან უმრავლესობა პატარა თემოს ეხება. თითოეული ფოტოსა თუ ვიდეოს გაზიარებას აღფრთოვანებული შეფასებები მოჰყვება ხოლმე.

ახლაც, პირველმა ლედიმ ვაჟის თოვლში სეირნობის ვიდეო გააზიარა. პატარა თემო ისე საყვარლად დაბაჯბაჯებს თოვლში, რომ შეუძლებელია, არ მოგეწონოთ. რასაკვირველია, შეფასებებმაც არ დააყოვნა:

„ვაიმე, რა სიცოცხლეა, თოვლში ყვავილია“

„როგორი ტკბილი და თბილი ბიჭი ხარ“

„და თანაც ცეკვავს!..“

„საყვარელი პანდა“

„მაკა, ძალიან საყვარელია!.. როგორ უხარია თოვლი…“

„როგორ მიყვარს ეს ბიჭუნა. პატარა სიხარული…“

„ხელებს რა ლამაზად და რიტმში ატრიალებს…“

„რა მაგარი კაცია, როგორ დატანტალებს!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები