LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძალი, რომელმაც საშინელი დიაგნოზის შესახებ ქორწილამდე 24 საათით ადრე შეიტყო

55

მოლი სიმი 29 წლის ბრიტანელი გოგონაა, რომელსაც ქორწილამდე 24 საათით ადრე შეატყობინეს საშინელი დიაგნოზის შესახებ. კვლევა სიმმა ქორწილამდე 3 კვირით ადრე ჩაიტარა, როცა ცხენიდან გადმოვარდა.  რენტგენმა მოულოდნელი პათოლოგია გამოავლინა. გოგონას 24 სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა და პროცესი პროგრესირებადი იყო. მოლისთის ეს ნამდვილი შოკი იყო, მან ეს ამბავი მაშინვე აცნობა საქმროსა და მეჯვარეებს, თუმცა ერთობლივი გადაწყვეტილებით ქორწილი მაინც შედგა.

მოლიმ მოგვიანებით რამდენიმე გამოცემას მისცა ინტერვიუ. გოგონას თქმით, ქორწილის შემდეგ მას დეტალური კვლევა ჩაუტარდა და ფილტვებში კიდევ 40 წარმონაქმნი აღმოუჩინეს. მას გათვითცნობიერებული აქვს, რომ სიცოხლისუნარიანობა ასეთ დროს 2-დან 10 წლამდე მერყეობს. გოგონამ ისაუბრა ასევე მეუღლის ემოციებზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც მან აღმოუჩინა მოლის რთულ პერიოდში. მოლი სიმი საოცრად მადლიერია ყველა იმ ადამიანის, რომელიც მას დაეხმარა ქორწილის ორგანიზებაში. მოლის სურვილია, გარდაცვალების შემდეგ სწორედ იმ პატარა ეკლესიაში დაასვენონ, სადაც მათი ქორწილი შედგა.

მოლი სიმი ამჯერად მკურნალობის კურსს გადი ამერიკაში, ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის სიმსივნეს მკურნალობენ. ექიმებმა ის გააფრთიხლეს მოსალოდნელ რისკებზე დაორსულების შემთხვევაში, რადგან ორსულობა ზრდის დაავადების პროგრესირების რისკს ორგანიზმში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები