LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარმა თვითდაზიანება, სავარაუდოდ, საპარსით მიიყენა – სასჯელაღსრულების სამინისტრო

73

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ 10 თებერვალს მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა თვითდაზიანება.

“მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს” – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია საეჭვოა პატიმრის ადვოკატისთვის. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე იარაღი, რომლითაც პატიმარი თვითდაზიანებების მიყენებას შეძლებდა, ვერ იპოვეს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

პოპულალურები