LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრობაში მყოფი ბრაზილიის ექსპრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატზე კომენტატორად იმუშავებს

96

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების კომენტატორად იმუშავებს. ამის შესახებ Marca წერს. ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც კორუფციის საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი,  მატჩებს ციხიდან სატელევიზიო არხის TVT-ს მეშვეობით გაუძღვება.

ყოფილი პრეზიდენტის დებიუტი ახალ ამპლუაში 18 ივნისს არის დაგეგმილი, ბრაზილიის ნაკრების თამაშიდან მეორე დღეს.

ლულა და სილვას კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. მას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა. იგი მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა პოლიტიკოსმა დილმა რუსეფმა შეცვალა, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები