LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მრევლს სამებაში შეკრებისკენ მოუწოდებს

30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ხვალ, 10:00 საათზე, სამებაში შეიკრიბისკენ მოუწოდა, რათა ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.

პატრიარქმა მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.  უწმინდესის თქმით, დღევანდელ დღეს სიხარულიც ახლავს და მწუხარებაც.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს.  ხვალ, 10:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ  იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ.  ჩვენ  მხარში უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს. ხვალინდელი დღე მთლიანობის, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანების და შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაც ვიდოდეთ,“ – ბრძანა პატრიარქმა.

ხუთშაბათობით სამებაში შეკრების შესახებ პატრიარქმა 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას იქადაგა. ვინაიდან ხუთშაბათი სამუშდაო დღეა, მომავალში შეხვედრები შაბათობით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები