LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს

102

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. მათივე განცხადებით, მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.

საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები