LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

13

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება. პატრიარქის სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოში.

”სასიამოვნო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მისი უწმინდესობა საქართველოში ორშაბათს დაბრუნდება. ყველაფერი მიდის კარგად და ამიტომ, ექიმების გადაწყვეტილებაც არის და მისი უწმინდესობის სურვილიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს”, – განაცხადა ჟვანიამ.
დღეს ბერლინის კლინიკაში პატრიარქს პრემიერი მოინახულებს.
მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, პატრიარქთან შესახვედრად ჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები