LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის დაცვის წევრები სამსახურიდან დაითხოვეს

48

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან დაითხოვეს.

ქარჩავას ინფორმაციით, მათი დათხოვნა შსს-ს სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება. 

„ვადასტურებ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება იქნა დათხოვილი. როგორც ვიცი, ეს დამოკიდებული იყო  შსს დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული დაცვის წევრები გადმოვიდნენ სახელმწიფო დაცვის სტრუქტურაში. რა მიზეზით და რა გარემოებებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამ საკითხებზე დასაბუთებული პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ “მოამბესთან.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაცვის 3 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. როგორც სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.

„არ ვიცი რა მიზეზით გაუშვეს დაცვის წევრები, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულია სამი ადამიანი. ვარკვევ დეტალებს“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა​.