LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის დასახვედრად მრევლისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

21

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, განცხადება მერიის ვებ-გვერდზე განთავსდა.

უწყების ინფორმაციით, მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 15:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინიდან დედაქალაქში 18 საათზე დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები