LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

149

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა.  „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბოტკოველმა განმარტა, რომ მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ბოლო დღეებში არ უნახავს.

მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს . ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა. ვთქვი, ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში.

პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები,” – განაცხადა ბოტკოველმა.

მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს. თავად ოხანაშვილმა აღნიშნული უარყო, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საპატრიარქოშია და ასრულებს მის საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები