LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

42

ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა.
ილია მეორე ინტენსიურ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები