LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდა

1366

სოფელ სნოში, პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდა. 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიხსნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  განცხადებით, სასტუმრო ”სნო” უნდა იქცეს მაგალითად სხვა რეგიონებისთვის.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სასტუმროს აშენების მიზანი მატერიალური სარგებელი არ არის. სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.

“ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამის”, – აღნიშნა უწმინდესმა სიტყვით გამოსვლისას.

საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს “სნო” გახსნის ცერემონიაში პატრიარქთან ერთად პრეზიდენტმა და  პრემიერმა მიიღო მონაწილეობა.

პოპულალურები