LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა, მასთან ერთად იყო პრემიერიც

77

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პატრიარქთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

კვირიკაშვილის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ახდება ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, პარლამენტთან შეკრებილ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ და საქართველო იქნება დამოუკიდებელი და გამთლიანებული.

„1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისთვის ბრძოლაში სხვადასხვა თაობის არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ მოვლენიდან 2 წლის თავზე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და შემდეგ 9 აპრილს უკვე დადასტურდა საპარლამენტო გადაწყვეტილებით. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ოცნება ახდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პოპულალურები