LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიარქმა წამოაყენა საკითხი, გავერიდებინე ეპარქიიდან,” – მეუფე პეტრე

94

9 მარტს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს გარიდების ინიციატივა წამოიჭრა, ამის შესახებ “იმედის” ეთერში თავად მიტროპოლიტმა განაცხადა.

მეუფის თქმით, ინიციატივა უშუალოდ პატრიარქისგან წამოვიდა.

”იყო მცდელობა მე გავერიდებინე ეპარქიდან. უწმინდესმა წამოაყენა ეს საკითხი და პატრიარქის აზრი იყო, რომ იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიის, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ვიდრე ეს საკითხი დადგებოდა, მე ფაქტებითა და არგუმენტებით ვისაუბრე იმაზე, რომ თვითონ ჭყონდიდის ეპარქიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მზაკვრული მეთოდებით ცდილობენ, რაღაც პრობლემები წამოჭრან ჩემს წინააღმდეგ. ანგარების ფაქტიც მოვიყვანე, რომ ადამიანები, მის გარემოცვაში, ანგარებით არიან დაინტერესებულნი, რომ ჩემი ეპარქიიდან გაყვანა მოხდეს და კვალი საქართველოს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყანაში მიდის. როდესაც მღვდელმთავრებმა დაინახეს ჩემი კატეგორიული პოზიცია ეპარქიიდან გარიდების ინიციატივაზე, გამოთქვეს აზრი, რომ ამ ეტაპზე ეს არასწორი იქნებოდა და არ განხორციელებულიყო ეპარქიის ცვლილება”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები