LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიარქს მამა გიორგისი სჯერა”-ვინ უშლიდა ხელს დეკანოზის ძმას ილია მეორესთან საუბრისას

76

პატრიარქსა და მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის ძმამ განაცხადა, რომ პატრიარქი მამა გიორგის ენდობა და ამბობს, რომ მასთან დაკავშირებული მოვლენები არის „საქართველოს დისკრედიტაციისკენ მიმართული“.

თორნიკე მამალაძის თქმით, მის ოჯახს გაუჩნდა განცდა, რომ პატრიარქი„ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმშია. მისივე მტკიცებით, ილია მეორემ არც ის იცოდა, რომ მამა გიორგი ზიარებას 4 თვეა, ითხოვს.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე რამდენიმე სასულიერო პირი ცდილობდა, მისთვის საუბარში ხელი შეეშალა, დეკანოზის ძმა მათ ვინაობასაც ასახელებს –

მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი.  მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა მამა კახაბერ გოგოტიშვილიც.

„პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს გვითხრა, რომ ვილოცოთ, რათა გამოვლინდნენ  პირები, ვინც საქმის უკან დგანან და ვინც საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.