LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა

37

პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადებით, როდესაც პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა. ამის შესახებ ოხანაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის ჩაწერის დროს პალატაში არ იმყოფებოდა. ოხანაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პალატაში, თუმცა კონკრეტულად ვინ,  ამის შესახებ ზუსტად არ აქვს ინფორმაცია.

”ამ ეტაპზე ვცდილობთ პატრიარქს საერთოდ არ ველაპარაკოთ მისი ჯანმრთელობის გამო. რომ ჩავალთ თბილისში, პატრიარქი დაინტერესებულია ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. ძალიან რთული თემაა. აქ ამის გარკვევა ნაკლებად მაინტერესებს”, – განაცხადა  სოსო ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები