LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” დაანონსებულ აქციებს 17 სექტემბერს დაიწყებს

61
“პატრიოტთა ალიანსი” დაანონსებულ აქციებს 17 სექტემბერს თბიისში დაიწყებს დაიწყებს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, პარტიის მთავარი მოთხოვნაა, “შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა, რომლითაც მყარდება რბილი დიქტატურა ქვეყანაში“.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა,  17 სექტემბრის აქციას ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი –  “პატრიოტთა ალიანსი” და არა სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია.
“ჩვენი მიბმა სხვა რომელიმე პარტიასთან ერთად აქციის ორგანიზებაში არ არის სწორი,” – აცხადებს ინაშვილი.
მისივე თქმით, პარტიის პირველი აქცია თბილისში 17 სექტემბერს დაიწყება და “რესპუბლიკის მოედანზე” გაიმართება. მეორე აქცია 24 სექტემბერს ბათუმშია დაანონსებული. მესამე კი 1 ოქტომბერს ისევ თბილისში გაიმართება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები