LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი“ მომხრეა, პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი

13

ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი“ მომხრეა,  პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი.

ინაშვილი ახლა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, სადაც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ვართ მომხრე, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი. ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება მართლაც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დგას ხოლმე პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ამიტომ ის, რომ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, მიმაჩნია დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები