LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის გადადგომას ითხოვს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს

27

“პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის გადადგომას ითხოვს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, გააკეთა.

„ჩვენ გავმართეთ არაერთი მრავალათასიანი აქცია თბილისშიც და ბათუმშიც, მაგრამ ხელისუფლება დუმს და ირჩევს იგნორირების გზას. ყველას კარგად მოგვეხსენება, როცა ხელისუფლება ბრმავდება და ყრუვდება, მას რა ემართება. იგივე დაემართება კვირიკაშვილის მთავრობას, რომელსაც პირდაპირ ვეუბნები – გადაგაყენებთ! ჩვენი აქციები არ შეწყდება, გადავა ეს აქციები პერმანენტული აქციების ციკლზე. ჩენ გვაქვს 9 ნოემბერს მასშტაბური აქცია ბორჯომში და არ დაგითმობთ ბორჯომს,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები