LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” ყოველ დღე ადასტურებს, რომ რუსული ფულით ფინანსდება – თამარ კორძაია

64

“პატრიოტთა ალიანსი” ყოველ დღე ადასტურებს იმას, რომ ის ფინანსდება რუსული ფულით,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ, განაცხადა.

კორძაია რუსეთში მათ ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” რუსეთთან ქვეშევრდომული დამოკიდებულება აქვს.

“არ არსებობენ რუსეთის დუმაში და არა რუსებში ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს, როგორც ძლიერ სახელმწიფოს, ისურვებდნენ. აქედან გამომდინარე, ის, რასაც “პატრიოტთა ალიანსი” აკეთებს, არის მონური და ქვეშევრდომული დამოკიდებულება რუსეთთან და ისინი ყოველდღიურად ამ ვიზიტებით ყიდიან საკუთარ სამშობლოს,”  – განაცხადა კორძაიამ.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც გამგზავრებამდე ადა მარშანიამ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა ტერიტორიები, სოხუმი და ცხინვალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები