LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსის” აქცია ირმა ინაშვილის გარეშე იმართება (ფოტო, ვიდეო)

79

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

პატრიოტთა ალიანსის წევრები ცესკოს წინ, საყვირებითა და წითელი ბარათებით არიან წარმოდგენილები.

პარტიის რეგიონული თავმჯდომარის თქმით, აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა.

“ვაფრთხილებთ ცესკოს არ წაუცდეთ ხელი, თუ კიდევ შეეცდებიან დაშინებას, გაყალბებას, მთელი საქართველო დაიძვრება. რეგიონებში ბევრი დარღვევებია. ვაფრთხილებთ კვირიკაშვილს, ბოკერიას და მის თანამზრახველებს არ დაუწერონ ჩაფიქრებული პროცენტები”-აცხადებს კახა ღირსიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე არ მისულა, პარტიის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი და აქციამ მის გარეშე ჩაიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები